საქართველოს
სახელმწიფო
გერბი
საიტი დამზადების
პროცესშია

მესტიის
მუნიციპალიტეტის
გამგეობა
საიტი დამზადების
პროცესშია
  0000-00-00

 

31 მაისს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში ტრენინგი გამართა. განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი გაეროს განვითარების ფონდის (UNPD) ფინანსური მხარდაჭერით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ახორციელებს პროფესიულ მომზადება/გადამზადებაზე დაფუძნებულ დასაქმების საპილოტე სქემას. 
ტრენინგზე დამსწრე მოქალაქეებმა შეავსეს ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა და გაიარეს ინტერვიუ მათი ინდივიდუალური შრომითი უნარების შეფასების მიზნით, ასევე მონაწილეობა მიიღეს პროფესიული ორიენტაციის და კარიერული დაგეგმარების ტრენინგში და გაიარეს ტესტირება, რის შემდეგაც ჩაერთვებიან პროექტის ფარგლებში, ზემო სვანეთის წარმომადგენლებისთვის გამოცხადებულ, საგანმანათლებლო დაწესებულების მენეჯერის გადამზადების 2 თვიან კურსზე. ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ.
პროექტის მიზანია საქართველოს შრომის ბაზრის მოთხოვნაზე დაფუძვენბული პროფესიული განათლების სისტემის განვითარება და მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის პროცესის პოპულარიზაცია.

  2017-05-28

27-28 მაისს, მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის ტერიტორიულ ერთეულში, ილიკო გაბლიანის სახელობის სპორტულ კომპლექსში საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის, ლერი ნაკანისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი გამართა ძიუდოში.
შეჯიბერების მიზანს ძიუდოისტთა სპორტული ოსტატობის ამაღლება და პერსპექტიული სპორტსმენების გამოვლენა წარმოადგენდა. შეჯიბრებაში მონაწილეობას იღებდნენ 2002-2003 და 2004-2006 წლებში დაბადებული სპორტსმენები.
ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური ძიუდოს ფედერაცია და მესტიის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრი, შეჯიბრის მხარდამჭერი გახლდათ მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

2002-2003 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

30 კგ. წონითი კატეგორია

I ადგილი- გიორგი ჯოჯიშვილი
II ადგილი-გიორგი მაისურაძე 
III ადგილი-გიორგი პირველი 
III ადგილი-საბა ფარჯიანი

34 კგ. წონითი კატეგორია:

I ადგილი- საბა ბალხამაშვილი
II ადგილი- გიორგი სიმონიშვილი
III ადგილი- საბა თორია

38 კგ. წონითი კატეგორია:

I ადგილი-ფარნა ფარჯიანი
II ადგილი-ალექსანდრე რაფავა
III ადგილი-მიხეილ ხმიდაშვილი
III ადგილი-საბა თორია

42 კგ. წონითი კატეგორია:

I ადგილი-ლუკა მუშკუდიანი
II ადგილითომა კვანჭიანი
III ადგილი-საბა კახბერიძე

46 კგ. წონითი კატეგორია:

I ადგილი-ნიკა ამაღალაშვილი
III ადგილი-ერეკლე ფალიანი
III ადგილი-ლუკა გვარლიანი
III ადგილი-ჯაბა ლუხოშვილი

50 კგ. წონითი კატეგორია:

I ადგილი-გიორგი კვანჭიანი
II ადგილი-კოტე კაპანაძე
III ადგილი-გიორგი ქურდიანი
III ადგილი-ემზარ ნიგურიანი

55 კგ. წონითი კატეგორია:

I ადგილი-ირაკლი დევაძე
II ადგილი-ნიკა კობერიძე
III ადგილი-თორნიკე 0ფალიანი
III ადგილი-დავით გირგვლიანი

60 კგ. წონითი კატეგორია:

I ადგილი-აკაკი ჯაფარიძე
II ადგილი-ვახო ქალდანი
III ადგილი-ალბერტ კარაპეტიანი
III ადგილიკახა ქვაჭრელიშვილი

66 კგ. წონითი კატეგორია:

I ადგილი-დავით ჭანტურია
II ადგილი-დავით ხერგიანი
III ადგილი-გიორგი სართანია
III ადგილი-გიორგი გიგლემიანი

+66 კგ. წონითი კატეგორია:

I ადგილი-ზაური ჭულუხაძე
II ადგილი-ბესიკ მალიჩავა
III ადგილი-მიხეილ გამრეკელაშვილი
III ადგილი-ირაკლი ლებსაია

2004-2006 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის კი საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

24 კგ. წონითი კატეგორია

I ადგილი-საბა სიჭინავა
II ადგილი-დათო აფრასიძე
III ადგილი-ლევან არღვლიანი
III ადგილი-სერგო ქოჩქიანი

27 კგ. წონითი კატეგორია:

ადგილი-გიორგი ჯოჯიშვილი
II ადგილი-ლუკა ფარდიაშვილი
III ადგილი-გიორგი ქოჩქიანი
III ადგილი-ლუკა რატიანი

30 კგ. წონითი კატეგორია:

I ადგილი-გიორგი არღვლიანი
II ადგილი-გიორგი პირველი
III ადგილი-გიორგი ცისკარიშვილი
III ადგილი-ბექა გზირიშვილი

34 კგ. წონითი კატეგორია:

I ადგილი- გიორგი ფილფანი
II ადგილი-ლუკა კვანჭიანი
III ადგილი-გიორგი ნავერიანი
III ადგილი-ნიკა თეთრაძე

38 კგ. წონითი კატეგორია:

I ადგილი- ფარნაოზ ფარჯიანი 
II ადგილი-ალექსანდრე რაფავა
III ადგილი-მიხეილ წმინდაშვილი
III ადგილი-საბა თორია

42 კგ. წონითი კატეგორია:

I ადგილი-გიორგი ხარებაშვილი
II ადგილი-ალექსანდრე რაფავა
III ადგილი-ბაჩო ქალდანი
III ადგილი-თომა კვანჭიანი

46 კგ. წონითი კატეგორია:

I ადგილი-გიორგი ჟორჟოლიანი
II ადგილი-ლუკა გვარლიანი
III ადგილი-მერაბი გაბელია
III ადგილი-დათო ბახტურიძე

50 კგ. წონითი კატეგორია:

I ადგილი-ალექსანდრე ხუდოიანი
II ადგილი- ილია გელაშვილი
III ადგილი-რიჩარდ შამათავა
III ადგილი-ვახო მარგველანი

+50 კგ. წონითი კატეგორია

I ადგილი-ზაურ ჭულუხაძე
II ადგილი-ბესიკ მალიჩავა
III ადგილი-ირაკლი ლეპსაია
III ადგილი-მიხეილ მარგველაშვილი

  2017-05-25

  25 მაისს, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში,კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართა. საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას პარლამენტის წევრებმა გიორგი ვოლსკიმ, ცოტნე ზურაბიანმა, დავით მათიკაშვილმა და კონსტიტუციონალისტმა ვასილ გონაშვილმა გააცნეს. 

დეპუტატებმა ცვლილებების მომზადების აუცილებლობის შესახებ ისაუბრეს და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებული პროექტის არსებით სიახლეებზე გაამახვილეს ყურადღება.

შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში საინტერესოდ ჩაიარა. დეპუტატებმა უპასუხეს ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან დასმულ კითხვებს ისეთ თემებზე, როგორიცაა შერეული სისტემის პროპორციულით ჩანაცვლება, მიწის გასხვისების წესი, პრეზიდენტის არჩევის წესი, ტერიტორიული მოწყობის საკითხები.

პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვები 5 მაისს დაიწყო. კონსტიტუციის ცვლილებების კანონპროექტის განხილვის ეს ეტაპი საზოგადოებაში გამოთქმული მოსაზრებების გაზიარებასა და პროექტში ასახვასაც გულისხმობს.

4
...