საქართველოს
სახელმწიფო
გერბი
საიტი დამზადების
პროცესშია

მესტიის
მუნიციპალიტეტის
გამგეობა
საიტი დამზადების
პროცესშია
  2017-04-21

დღეს, 21 აპრილს, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის სათათბირო დარბაზში გაიმართა ინფორმაციული შეხვედრა ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების პირველადი პრევენციის საპილოტე პროექტის შესახებ. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელი, ილიანა დელიროვა და ამავე ორგანიზაციის წარმომადგენლები შეხვდნენ მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილეს, ნელი ნავერიანს და გამგეობის სხვა წარმომადგენლებს. შეხვედრის მიზანი გახლდათ ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების პირველადი პრევენციის საპილოტე პროექტის ფარგლებში დაგეგმილი პროგრამის განრიგის შეთანხმება ადგილობრივ თვითმმართველობასთან და დღის წესრიგის შედგენა. პროგრამა გაეროს მიგრაციის სააგენტოს მიერ ხორციელდება იმ სამ რეგიონში, რომლებიც შერჩეულ იქნა ნარკომოხმარების პრევალენტობის მაღალი მაჩვენებლიდან გამომდინარე: თბილისი, შიდა ქართლი და სამეგრელო-ზემო სვანეთი. მესტიის მუნიციპალიტეტიდან შერჩეულ იქნა მესტიის №2 საჯარო სკოლა. 
პირველადი პრევენციის პროგრამა გულისხმობს ასაკობრივი კატეგორიის მოზარდებში საინფორმაციო მასალის განვრცობას, რომელიც შემუშავდა დარგის ექსპერტების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მჭიდრო თანამშროლობით. მასალაში აღწერილია ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების რისკების შესახებ, რომელთა მოხმარებაც ბოლო კვლევების, კერძოდ კი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებული კვლევის მიხედვით ქართველ მოზარდებში ყველაზე ჭარბად არის გავრცელებული. საინფორმაციო მასალების დარიგების გარდა თითოეულ საპილოტე სკოლაში ასევე დაგეგმილია შეჯიბრი, რომლის ფარგლებშიც მოზარდები მოწვეული იქნებიან საუკეთესო ესეს, საინფორმაციო მასალის ან კამპანიის გზავნილის გამოსავლენად, რომელიც ასევე ვიზუალურად იქნება გაფორმებულლი. ეს შესაძლოა იყოს ნახატი, პოსტერი, ან ვიდეო. თითოეულ სკოლაში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული, რომელიც დაჯილდოვდება პრიზით. გამარჯვებულის გამოსავლენად გაეროს მიგრაციის სააგენტო იწვევს ჟიურის, რომელიც შემდეგი უწყებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან იქნება შემდგარი:
 განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
 სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო;
 დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი;
 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ადიქტოლოგიის ფაკულტეტი);
 შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი;
 საქართველოს მთავარი პროკურატურა;
 ა.შ.შ.-ს საერთაშორისო ნარკოტიკებისა და კანონის აღსრულების ბიურო (პროექტის დონორი);
 შერჩეული საჯარო სკოლების დირექცია;
 გაეროს მიგრაციის სააგენტოს საქართველოს მისია.

პირველადი პრევენციის პროექტის განხორციელება (უშუალოდ შეჯიბრის ჩატარება და გამარჯვებულის გამოვლენა ჟიურის მიერ) დაგეგმილია მიმდინარე წლის 6-დან 17 მაისის მონაკვეთში.

  2017-04-21

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, მოხალისეობის განვითარების პროგრამის - „საქართველოს მოხალისეს“   ფარგლებში, მიმდინარე წლის 20 აპრილიდან  20 მაისის ჩათვლით აცხადებს კონკურსს მოხალისეების შერჩევის მიზნით. საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში კონკურსის საფუძველზე შეირჩევა 128 მოტივირებული 17–დან 25 წკამდე მოხალისე, 2 მოხალისე თითო მუნიციპალიტეტიდან. შერჩეული ახალგაზრდები ერთი წლის ვადით მიიღებენ „საქართველოს მოხალსის“ სტატუსს

 ქ. თბილისიდან და  საქართველოს 10 რეგიონის 64 მუნიციპალიტეტიდან 16-დან 25 წლამდე მოხალისეების შერჩევის მიზნით (თითო მუნიციპალიტეტიდან შეირჩევა 2 მოხალისე). პროექტის  მიზანია მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, მოხალისეთა ერთიანი ქსელის განვითარება საქართველოს მასშტაბით, მოხალისეობის გზით ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობით დაინტერესებული ახალგაზრდების რაოდენობის გაზრდა, საზოგადოების საკეთილდღეოდ, საკუთარი ნების საფუძველზე უანგარო შრომის იდეის პოპულარიზაცია, მოხალისეთა მიერ გაწეული შრომის წახალისება.

კონკურსის პირველ ეტაპზე, პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა ახალგაზრდებმა, მიმდინარე წლის 20 აპრილიდან  20 მაისის ჩათვლით  რეგიონების მიხედვით უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა ვებგვერდზე http://youth.gov.ge/home  კონკურსის მეორე ეტაპზე გადავლენ სააპლიკაციო ფორმების საფუძველზე შერჩეული კანდიდატები.

კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან მოხდება გასაუბრება.  შერჩევაში მონაწილეობას მიიღებენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, სამინისტროს მიერ შერჩეული საკოორდინაციო რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციები, თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანება,  მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდობაზე პასუხისმგებელ პირებთან ერთად, რის შედეგადაც თითოეულ მუნიციპალიტეტში გამოვლინდება 2 გამარჯვებული. 

 პროგრამის ფარგლებში შერჩეული მოხალისეები 2017 წლის ბოლომდე საკუთარი თავისუფალი დროის, ცოდნისა და უნარების გამოყენებით, თავიანთ წვლილს შეიტანენ საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებაში და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საჭიროებიდან და თავისებურებებიდან გამომდინარე ქ. თბილისში და  რეგიონებში განახორციელებენ  ისეთ ინიციატივებს როგორიცაა: მოხალისეთაკლუბისშექმნა, გარემოსდაცვითიღონისძიებებისაქველმოქმედოსაქმიანობა- სხვადასხვასაჭიროებისმქონეადამიანების   დახმარება,  ფილმებისჩვენება,  უცხო ენებისკურსებისგამართვა,  ცხოვრებისჯანსაღიწესისპოპულარიზაცია(სპორტულიშეჯიბრებები, მარათონები), შშმბავშვებისინტეგრაცია, ღირსშესანიშნავითარიღებისაღნიშვნა,  კულტურულ- შემოქმედებითისაღამოებისგამართვა, ცნობილადამიანებთანშეხვედრებიდასხვა.

  2017-03-12

„ხელოვნების ქურუმი“ უდიდესი სვანი ლოტბარი, ჭუნირზე დაკვრის უბადლო შემსრულებელი და უბრალოდ ღირსეული, ყველასთვის საყვარელი პიროვნება – ისლამ (ეფთიმე) ფილფანი, მძიმე ავადმყოფობის შედეგად, 2017 წლის 12 მარტს, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. 
ისლამ ფილფანი გახლდათ მესტიის ფოლკლორული ანსამბლის „რიჰო“–ს ხელმძღვანელი და ლოტბარი. მან ნახევარ საუკუნეზე მეტი მიუძღვნა სვანური ფოლკლორის შენახვა-შენარჩუნებას, მისი გარდაცვალებით დასრულდა უმნიშვნელოვანესი ეპოქა სვანური ფოლკლორის ისტორიაში.
სხვადასხვა დროს ბატონი ისლამის ხელმძღვანელობით, გუნდმა მონაწილეობა მიიღო უამრავ ფესტივალსა და კონკურსში, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ, სადაც უდიდესი წარმატებები ხვდა წილად.
2016 წელს, საქართველოს კულტურის სამინისტრომ, ისლამ ფილფანი ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა უმაღლესი წოდებით „ხელოვნების ქურუმი“, სპეციალური დიპლომი და სამკერდე ნიშანი პირადად კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, ბატონმა მიხეილ გიორგაძემ გადასცა მესტიაში ვიზიტის დროს, მესტიის სალოტბარო სკოლის გახსნის ცერემონიალზე. 
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, მისი გარდაცვალება დიდი დანაკარგია არა მარტო ოჯახის წევრებისთვის, არამედ სრულიად ქართული საზოგადოებისთვის.

3
...