საქართველოს
სახელმწიფო
გერბი

მესტიის
მუნიციპალიტეტის
მერია
  2017-11-29

29 ნოემბერს მესტიის წმინდა ილარიონ ქართველის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიაში ჩატარდა ილია ჭავჭავაძის საღამო, რომელიც მიეძღვნა მისი 180 წლის იუბილეს. გიმნაზიის მოსწავლეებმა საგანგებოდ ჭავჭავაძის საღამოსთვის დადგეს პოემა „აჩრდილი“, მათ ხელმძღვანელობდა ქართული ენის მასწავლებელი თებრონე საჯაია. აღნიშნულ საღამოში მონაწილეობა მიიღეს მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა, ისინი დამსწრე საზოგადოების წინაშე ლექსებით წარსდგნენ.
სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები ცდილობენ ღირსეულად გაართვან თავი იმ საპასუხისმგებლო საქმეს, რომელსაც მომავალი თაობების აღზრდა ჰქვია. 
გიმნაზიას ვუსურვებთ წარმატებებს, ხოლო ჩვენ ბავშვებს უამრავ მსგავს ღონისძიებას.

  2017-11-25

25 ნოემბერს, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის სააქტო დარბაზში იელის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი ქალბატონი ნინო ჭიჭინაძის ორგანიზებით გაიმართა სასკოლო ასაკის ბავშვთა კონფერენცია თემაზე "ჩვენ ვსწავლობთ სამყაროს", სადაც მონაწილეობას იღებდნენ მესტიის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეები. 
ქალბატონი ნინო "ასწალე საქართველოს" პროექტის ფარგლებში უკვე მეხუთე წელია იელის საჯარო სკოლაში ასწავლის ქართულ ენასა და ლიტერატურას. აგრეთვე, ეწევა აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას, კერძოდ ის გახლავთ საბავშვო კონკურსის "ინტელექტი"-ის ავტორი. ქალბატონ ნინოს ვუსურვებთ წარმატებას მისი საქმიანობის პროცესში, ხოლო ჩვენ ბავშვებს უამრავ მსგავს ღონისძიებას.

  0000-00-00

22 ნოემბერს, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს წარმომადგენელი ანა ცანავა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის DCFTA საინფორმაციო ცენტრის ექსპერტი გიორგი დიდიშვილი უძღვებოდნენ.
შეხვედრისას განიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა, შენგეენის ზონის წევრ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, ასევე, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების განხორციელებისას მიღწეულ პროგრესი.
შეხვედრას მესტიის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, ასევე ადგილობრივი მეწარმეები და მესტიის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის DCFTA საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით განხორციელდა.

2
...