საქართველოს
სახელმწიფო
გერბი
საიტი დამზადების
პროცესშია

მესტიის
მუნიციპალიტეტის
გამგეობა
საიტი დამზადების
პროცესშია
  2017-06-16

უღვირის უღელტეხილზე მესტია–უშგულის გზის 10 კმ–იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ზემო სვანეთის რეგიონში, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 10 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება.
ხელშეკრულების მიხედვით რეაბილიტაციის თანხა შეადგენს 9 150 000 (ცხრა მილიონ ასორმოცდაათი ათასი) ლარს. სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს ელექტრონულ ტენდერში (NAT160003044) გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შპს „მამისონი“. პროექტს ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
შეგახსენებთ, რომ მესტია–უშგულის გზის 47 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია ხორციელდება ეტაპობრივად. პირველ ეტაპზე განხორციელდა 12,37 კმ გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია (ლოტი №1), ამჯერად დამუშავებულ იქნა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-7) ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ 154 - კმ 185 (ლოტი-2) საპროექტო მონაკვეთი პკ 123+70 - პკ 220+00 სარეაბილიტაციო სამუშაოები. 
გზის საპროექტო ტრასა, რომელიც მიმდინარე წელს განხორციელდება, იწყება ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 154 კმ მონაკვეთზე, უღვირის უღელტეხილზე და ჩაუყვება უღვირის ქედის სამხრეთ ფერდობს, იფარის ტერიტორიული ერთეულის „ლენდგვილის“ ხიდამდე.
გზა დაპროექტებულია მთაგორიანი პირობებისთვის დასაშვები შეზღუდვების გათვალისწინებით. ჩასატარებელი ძირითადი სამუშაოები გახლავთ: 
► ტრასის აღდგენა და დამაგრება; 
► ბუჩქნარისა და ხეების გაკაფვა;
► დაზიანებული მილების დემონტაჟი;
► ვაკისის ზედაპირისა და ფერდების მოშანდაკება;
► არსებული რ/ბ ხიდების შეკეთება; 
► გაბიონის კედლების მოწყობა;
► არსებული რ/ბ კედლების შეკეთება;
► სამოსის მოწყობა არმირებული ბეტონის საფარით; 
► ეზოში შესასვლელების მოწყობა;
► ავტობუსის გაჩერებების და პავილიონების მოწყობა;
► საგზაო ნიშნების მოწყობა;
► სავალი ნაწილის მონიშვნა;
► საგზაო შემოფარგვლის მოწყობა;
სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელის ინფორმაციით, მობილიზებულია საჭირო ტექნიკა, მიმდინარეობს სამშენებლო პროცესი. ამ ეტაპზე დაწყებულია ბეტონის საფარის დაგება.
ხელშეკრულების მიხედვით სამშენებლო სამუშაოების დასრულების ვადაა 2018 წლის 31 იანვარი.

  2017-06-15

მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს დასუფთავების პრობლემის მოგვარება მესტიის მუნიციპალიტეტში. ვინაიდან ზემო-სვანეთი ტურისტული რეგიონია, დასუფთავების საკითხი ადგილობრივი ხელისუფლების მიერ პრიორიტეტულ საკითხად განისაზღვრება. დასუფთავების მომსახურების გაუმჯებესების მიზნით, 2014 წლის 16 იანვარს დაფუძნდა მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი ა.(ა).ი.პ. "მესტია დასუფთავება", რომელიც დღემდე უზრუნველყოფს დასუფთავების მომსახურების გაწევას. 
15 ივნისს, ა.(ა).ი.პ. "მესტია დასუფთავებამ" სანაგვე კონტეინერების განთავსება უზრუნველყო მესტიიის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში: იფარის კალასა და უშგულის ტერიტორიულ ერთეულებში. სანაგვე ურნები დაიდაგა სოფლის ცენტრალურ გზებზე მდინარეებისა და ხევების მიმდებარედ, სადაც მოსახლეობა საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ყრის. სოფლებიდან კონტეინერებში არსებულ საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანას ა.(ა).ი.პ. "მესტია დასუფთავება" უზრუნველყოფს მყარი ნარჩენების შემკრები უახლესი მოდელის ტექნიკის საშუალებით.

  2017-06-15

მესტიის წმინდა ილარიონ ქართველის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია შვიდი წლის წინ დაარსდა მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტის ილარიონის (ქიტიაშვილი) მიერ. სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები ცდილობენ ღირსეულად გაართვან თავი იმ საპასუხისმგებლო საქმეს, რომელსაც მომავალი თაობების აღზრდა ჰქვია.

სკოლის აღსაზრდელებმა უკვე მრავალ წარმატებას მიაღწიეს, ახლა კი გვინდა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი ავღნიშნოთ. გიმნაზია 2016 წელს ჩაერთო პროექტში „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“, რომელიც საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს განაათლების და მეცნიერების სამინისტროს პატრონაჟით ხორციელდება. აღნიშნულ პროექტში საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან 122 სკოლა იღებდა მონაწილეობას. ჩვენმა სკოლამ ფინალამდე ოთხი ეტაპი წარმატებით გაიარა, ფინალურ ეტაპზე კი მესტიის სკოლა გიმნაზიის აღსაზრდელებმა უპრეცენდენტო შედეგს მიაღწიეს და სამი ტურისგან შემდგარი ღონისძიება მეორე ტურშივე დაასრულეს, რადგან მოპოვებული ქულების მიხედვით ცხადი გახდა, რომ ფინალში გასულ სხვა გუნდებს, ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად თეორიული შანსიც აღარ რჩებოდათ. გიმნაზიის აღსაზრდელებმა აღნიშნულ პროექტში დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწიეს. 
 პროექტში გამარჯვებულმა მესტიის წმ. ილარიონ ქართველის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის გუნდმა „ოსანამ“, პრიზის სახით წმინდა მიწაზე ერთკვირიანი საგზური მოიპოვა.
ჟიურის თავმჯდომარე გახლდათ ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე. ღონისძიებას ესწრებოდა მესტიისა და ზემო-სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი.
პროექტი „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ უკვე ცხრა წელია წარმატებით ხორციელდება, მისი მიზანია გაცნობა წმინდა წერილისა და იმ ჯანსაღი მაგალითებით ცხოვრება, რომელიც მრავლადაა წმინდა წერილში. 
ვულოცავთ მესტიის წმ. ილარიონ ქართველის სახელობის სკოლა გიმნაზიის გუნდის პედაგოგს ქალბატონ მაგდალინა გოგოლაძეს, რომელმაც დიდი ღვაწლი გაწია აღნიშნული წარმატების მისაღწევად. მიღწეულ წარმატებას ვულოცავთ „ოსანას“ წევრებს: ოთარ ჯაფარიძეს (VII კლასი), ანა ჯაფარიძეს (VII კლასი), მარიამ ხვიბლიანს (VII კლასი), პაატა ავალიანს (VIII კლასი), ლაშა ფილფანს (VIII კლასი), ქრისტინე რატიანს (VIII კლასი), მარიამ გულედანს (VIII კლასი). ვულოცავთ გულშემატკივრებს, რომელთა შორის სამართლიანად უნდა გამოვყოთ X კლასის მოსწავლე თეა რატიანი.
წმინდა ილარიონ ქართველის მართლმადიდებლური სკოლა გიმნაზია, მუდმივი თანადგომისთვის განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის კაპიტონ ჟორჟოლიანის მიმართ.
აღსანიშნავია, რომ 9 ივნისს, მესტიის წმ. ილარიონ ქართველის სახელობის სკოლა გიმნაზიასა და ჭიათურის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სასულიერო სკოლას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. პრეოქტის მიზანია საქართველოს ორ კუთხეს და სკოლებს შორის კულტურული და შემეცნებითი თანამშრომლობა. 
ღონისძიებას ესწრებოდნენ საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტი დანიელი, მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი, საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, საქართველოს საპატრიარქოს განათლების სამსახურის ხელმძღვანელი, რუსთავის მიტროპოლიტი იოანე, იმერეთის გუბერნატორის მოადგილე პაატა ნადირაძე, ჭიუათურის გამგებელი ზურაბ ჯუპატაძე და ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატი მალხაზ წერეთელი..

...
9
...