საქართველოს
სახელმწიფო
გერბი
საიტი დამზადების
პროცესშია

მესტიის
მუნიციპალიტეტის
გამგეობა
საიტი დამზადების
პროცესშია
  2017-07-07

მესტიის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის გამო გარესამყაროს მოწყვეტილია ოთხი სოფელი-ადიში, ჭოლაში, გაღმა ხაიში და ზედა ვედი. ადიდებულმა მდინარემ სოფლებამდე მისასვლელი გზა და ხიდები წაიღო.
მულახის ტერიტორიულ ერთეულში, სოფელ ჭოლაშში გადასასვლელ ხიდს ადიდებულმა მდინარემ სამაგრები და ნაპირდამცავი გაბიონი გამოაცალა, რის შედეგადაც აღნიშნული სოფლისკენ გადაადგილება შეუძლებელია. იფარის ტერიტორილ ერთეულში, სოფელ ადიშისკენ მიმავალი საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთი მდინარემ სრულიად გაანადგურა, არსებობს ხიდის სამაგრების განადგურების საფრთხეც. ხაიშის ტერიტორიულ ერთეულშ ადიდებულმა მდინარემ გარე სამყაროს მოწყვიტა სოფელ გაღმა ხაიშის და სოფელ ზედა ვედის მოსახლეობა. 
სტიქიის ადგილებზე იმყოფებოდა მესტიის რაიონის გამგებელი კაპიტონ ჟორჟოლიანი. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

  2017-06-25

24-25 ივნისს, მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის ტერიტორიულ ერთეულში, ილიკო გაბლიანის სახელობის სპორტულ კომპლექსში, ათენის ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორის, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის, ნესტორ ხერგიანის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გამართა ძიუდოში.
შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღო მესტიის მუნიციპალიტეტში არსებულმა ყველა სპორტულმა ჯგუფმა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსულმა თხუთმეტმა გუნდმა. შეჯიბრებაში ასევე მონაწილეობას იღებდა სომხეთის ნაკრები გუნდი. 
ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს მესტიის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა. 
2003-2004 წლებში დაბადებულ სპორტსმენები:
34 კგ. წონითი კატეგორია- III ადგილი - ლუკა ფალიანი.
46 კგ. წონითი კატეგორია- I ადგილი - ერეკლე ფალიანი.
50 კგ. წონითი კატეგორია-II ადგილი - ზურაბ რატიანი.
60 კგ. წონითი კატეგორია-II ადგილი - თორნიკე ფალიანი. 
66 კგ. წონითი კატეგორია- I ადგილი - მიშა ჯაფარიძე, III ადგილი - თორნიკე ჩხვიმიანი.
2005 -2007 წლებში დაბადებულ სპორტსმენები:
24 კგ. წონთი კატეგორია- III ადგილი - ზურა ჭეხანი .
27 კგ. წონითი კატეგორია- II ადგილი - ნიკოლოზ კახბერიძე; III ადგილი - ლუკა რატიანი და გიორგი ქოჩქიანი. 
34კგ. წონითი კატეგორია- I ადგილი - ლუკა გვიჭიანი.
46კგ. წონითი კატეგორია - II ადგილი - გიორგი ჟორჟოლიანი.
აღნიშნულ ტურნირზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით დაკომპლექტდა მესტიის ნაკრები გუნდი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს რამდენიმე გასვლით ღონისძიებაში. ტურნირის მხარდამჭერი გახლდათ მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

  2017-06-22

20–21 ივნისს, გადაუღებელი წვიმების შედეგად ადიდებულმა ღელემ იფარის ტერიტორიულ ერთეულში გამავალი ცენტრალური საავტომობილო გზა დააზიანა. 
ადიდებულმა ღელემ საფრთხე შეუქმნა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებს, ადგილზე მობილიზებული იყვნენ შპს „მესტიის გზის“ და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის თანამშრომლები, რომელთა დროული რეაგირების შედეგად ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანება თავიდან იქნა აცილებული. ამ დროისთვის საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეზღუდვების გარეშე ხორციელდება.
ადგილზე იმყოფებოდა მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ირაკლი ქურდიანი.

...
8
...