საქართველოს
სახელმწიფო
გერბი
საიტი დამზადების
პროცესშია

მესტიის
მუნიციპალიტეტის
გამგეობა
საიტი დამზადების
პროცესშია
  2017-02-06

5 თებერვალს, მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის სათათბირო დარბაზში ა.(ა).ი.პ. "მესტიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანების“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდა მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი, კაპიტონ ჟორჟოლიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.
მესტიის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გამგეებმა წლიური ანგარიში წარუდგინეს ა.(ა).ი.პ. მესტიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანების დირექციას. 
შეხვედრაზე საბავშვო ბაღების წარმომადგენლებმა ისაუბრეს გასულ წელს მუშაობის დროს გამოვლენილ ხარვეზებსა თუ პრობლემებზე.
დაწესებულებების დირექტორმა, მაია ხერგიანმა, ისაუბრა ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ახალი კანონის შესახებ. კანონი აწესრიგებს საქართველოში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობის, განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძვლებს, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ორგანიზაციულ სტრუქტურას. კანონი ასევე არეგულირებს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დანერგვას, განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით საჯარო დაწესებულებაში მონიტორინგის სისტემის შემუშავებას, აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულების შემუშავებას.
2017 წლის 1 ოქტომბრამდე თითოეული მუნიციპალიტეტი ვალდებულია ამ კანონის შესაბამისად უზრუნველყოს დაწესებულებების ეტაპობრივი ავტორიზაცია, რაც გულისხმობს ბავშვებისათვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პირობების შექმნას და მაღალი ხარისხის, გამჭვირვალე, ბავშვის ინტერესებზე ორიენტირებული ადრეული აღზრდისა და განათლების სისტემის ხელმისაწვდომობას.

  2017-02-02

2 თებერვალს, მესტიის მუნიციპალიტეტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა მშვიდობის კორპუსის წარმომადგენლები, ამერიკის მშვიდობის კორპუსის დირექტორი საქართველოში, ბატონი სტივენ სმიტი, რეგიონალური უსაფრთხოების მრჩეველი ჯეისონ ქეინი და უსაფრთხოების პროგრამის მენეჯერი საქართველოში ნინო ჩოხელი, ასევე პროგრამის მენეჯერები თიკა რევიშვილი და ია გელაშვილი რომლებმაც, ადგილობრივი თვითმმართველობის სათათბირო დარბაზში სამუშაო სახის შეხვედრა გამართეს მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსთან და მესტიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან.

მშვიდობის კორპუსის წარმომადგენლებმა ისაუბრეს განათლების პროგრამის შესახებ, რომელიც საქართველოში 2001 წლიდან ხორციელდება და მიზნად ისახავს ინგლისური ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას საჯარო სკოლებში. პროგრამის ფარგლებში ამერიკელი მოხალისეები ორი წლის განმავლობაში საჯარო სკოლებში შეასწავლიან ინგლისურ ენას ადგილობრივ მასწავლებლებთან ერთად. აქამდე მესტიის რეგიონში მსგავსი პროგრამა არ განხორციელებულა, ამ ეტაპზე პროგრამა მოიცავს საქართველოს ათ რეგიონს: აჭარა, გურია, იმერეთი, კახეთი, ქვემოქართლი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა, სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი და შიდა ქართლი.

  2017-01-25

25 იანვარს, მესტიის მუნიციპალიტეტში მცირე სიმძლავრის ჰესების (იფარი ჰესი, ხელრა ჰესი, ნაკრა ჰესი) მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა

...
6
...