საქართველოს
სახელმწიფო
გერბი
საიტი დამზადების
პროცესშია

მესტიის
მუნიციპალიტეტის
გამგეობა
საიტი დამზადების
პროცესშია
  2017-08-14

14 აგვისტოს განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯლავამ მესტიის მუნიციპალიტეტის #2 საჯარო სკოლაში მასწავლებლებთან შეხვედრა გამართა. მინისტრმა საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს ზოგადი განათლების განვითარების საკუთარი ხედვა გააცნო და ვრცლად ისაუბრა იმ სამომავლო გეგმებზე და ინიციატივებზე, რაც სკოლებს კიდევ უფრო განავითარებს. 
შეხვედრას ესწრებოდნენ 
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ნელი ნავერიანი და მესტიის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის დირექტორი დარეჯან ნიგურიანი. 
შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

  2017-08-01

 1 აგვისტოს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში გაიმართა სემინარი "თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ცნობიერების ამაღლება ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და თვითმმართველობების ჩართულობით". პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით და მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. სემინარი ჩაატარეს "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" ტრენერებმა თეონა გოგიშვილმა და ქეთინო აფხაძემ. სემინარს ესწრებოდნენ მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები.

  2017-07-29

29 ივლისს ფესტივალმა „სვანეთობა 2017“ უმასპინძლა რეგიონალურ ფოლკლორულ ფესტივალ „ფუძეობა“-ს. ფესტივალის ფარგლებში 15:00 საათზე სეტის სკვერში გაიმართა ტრადიციული სვანური სამზარეულოსა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა. ადგილობრივ მოსახლეობას, ჩამოსულ ქართველ თუ უცხოელ სტუმრებს, შესაძლებლობა ჰქონდათ ფესტივალის მიმდინარეობისას მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულების პავილიონებთან დაეგემოვნებინათ სვანური ტრადიციული სამზარეულო, ასევე დაეთვალიერებინათ პავილიონებში წარმოდგენილი ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრები.

გამოფენის პარალელურად მიმდინარეობდა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ:

•სოფელ ჭუბერის სახლთან არსებული ანსამბლი „ნენსკრა“
•ანსამბლი ლატალი
•ანსამბლი ქალთიდი
•ინდივიდუალური შემსრულებელი დათო ნავერიანი და სოფო ნავერიანი
•აბაშის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი „ჰარირა"
•სამტრედიის კულტურის ცენტრთან არსებული ქალთა ანსამბლი “ ათინათი“
•ინდური ცეკვების შემსრულებელი 
•ანსამბლი “რიჰო"

გამოფენის ფარგლებში გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ტერიტორიული ერთეულები. დაჯილდოების ცერემონიას წარუძღვა მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბატონი კაპიტონ ჟორჟოლიანი.

საუკეთესო სამზარეულოს წარმოჩენისთის დაჯილდოვდა იდლიანის ტერიტორიული ერთეული, საუკეთესო ტრადიციული ნომრის შესრულებისთვის ლატალის ტერიტორიული ერთეული, ხოლო საუკეთესო გამოფენისთვის მულახის ტერიტორიული ერთეული, მათ გადაეცათ სიგელები და სპეციალურად მათთვის დამზადებული ჩონგურები. ლახამულისა და ჭუბერის ტერიტორიულ ერთეულებს კი გამორჩეული სამზარეულოს წარმოდგენისთვის გადაეცათ კატალოგი სვანეთის მუზეუმზე.

ჩამოსულ სტუმრებს, კერძოდ „დარპანი“-ს, „ჰარირა“-ს და „ათინათი“-ს ასევე გადაეცათ კატალოგი სვანეთის მუზეუმზე.

აღსანიშნავია რომ ფრანგების მუსიკალურმა ჯგუფმა გამოთქვა კონცერტში მონაწილეობის მიღების სურვილი, რომელთაც მაყურებელს შესთავაზეს 10 ნომერი, კონცერტის დასრულებისას ჯგუფის მონაწილეებიც დაჯილდოვდნენ წიგნებით.

დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო სვანეთის მოქალაქის ტიტული მიენიჭა ბატონ ადილარ ჩართოლანს, რომელსაც გადაეცა სიგელი.

„ფინკა“ ბანკმა კი სვანი ახალგაზრდა მეწარმე ანა რეზესიძე დააჯილდოვა ანაბარით,რომელიც მას საკუთარი ბიზნესის განვითარების შესაძლებლობას მისცემს.

„სვანეთობა 2017“ გრანდიოზული კონცერტით დახურა ანსამბლმა ერისიონმა, რომელთაც დამსწრე საზოგადოებას შესთავაზეს 2 საათიანი პროგრამა. კონცერტზე იმყოფებოდა ბატონი ჯემალ ჭკუასელი. კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა.

დიდ მადლობას გიხდით მობრძანებისთვის! 

5
...