საქართველოს
სახელმწიფო
გერბი
საიტი დამზადების
პროცესშია

მესტიის
მუნიციპალიტეტის
გამგეობა
საიტი დამზადების
პროცესშია
  2017-09-22

დასრულდა მიხეილ ხერგიანის საერთაშორისო მემორიალი მეკლდეურობაში, რომელიც 19 სექტემბრიდან 22 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა მესტიის მუნიციპალიტეტში. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ქალაქებისა და რეგიონების ნაკრებმა გუნდებმა და აზერბაიჯანის მეკლდეურთა ნაკრებმა გუნდმა. შეჯიბრება ჩატარდა საერთაშორისო წესების მიხედვით. 19-20-21 სექტემბერს შეჯიბრი გაიმართა მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის ტერიტორიულ ერთეულში, ილიკო გაბლიანის სახელობის სპორტულ კომპლექსში, ხოლო 22 სექტემბერს ტურნირი დასრულდა დ. მესტიაში „ჭალაადის“ ბუნებრივ კლდეებზე.
ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ: რთული ცოცვა ვაჟთა შორის: I ადგილი - ჩხაბერიძე ნიკა (თბილისი), II ადგილი - კურტანიძე ტატო (თბილისი), III ადგილი - გაბულდანი სოსო (მესტია).
რთული ცოცვა გოგონათა შორის: I ადგილი - თვაური ნიცა (თბილისი), II ადგილი - სანაძე სალომე (თბილისი), III ადგილი - გიგანი მარი (მესტია).
სწრაფი ცოცვა ვაჟთა შორის: I ადგილი - ჯაფარიძე გიორგი (მესტია), II ადგილი - როხვაძე ანრი (ქუთაისი), III ადგილი - კურტანიძე ტატო (თბილისი).
სწრაფი ცოცვა გოგონათა შორის: I ადგილი - თვაური ნიცა (თბილისი), II ადგილი - სანაძე სალომე (თბილისი), III ადგილი - იოსელიანი მარიამი (მესტია).
ბუნებრივ კლდეებზე გამარჯვებულები გახდნენ, ვაჟთა შორის: I ადგილი - ჯაფარიძე გიორგი (მესტია), II ადგილი - ბექა ნავერიანი (მესტია), III ადგილი - გაბულდანი სოსო (მესტია). გოგონათა შორის: I ადგილი - იოსელიანი ფატი (მესტია), II ადგილი - იოსელიანი მარიამი (მესტია), III ადგილი - სანაძე სალომე (თბილისი).
გამარჯვებული სპორტსმენები დაჯილდოვდნენ დიპლომებით, მედლებით, თასებით და ფულადი პრიზებით. „მესტია ჰესი“-მა საპრიზო ადგილების მფლობელები დააჯილდოვაა ფულადი პრიზებით, (I ადგილი - 400 ლარი, II ადგილი - 300 ლარი, III ადგილი - 100 ლარი), მალხაზ უდესიანმა I ადგილის მფლობელებს 500 – 500 ლარი გადასცა, ხოლო I ადგილის მფლობელ გიორგი ჯაფარიძეს გადაეცა თეზო ჯაფარიძის პრიზი.

პრიზიორი ვაჟები მიხეილ ხერგიანის მუზეუმმა დააჯილდოვა სპეციალურად მათთვის დამზადებული მაისურებით, ხოლო გოგონებს მესტიის კულტურის სამსახურმა სამახსოვრო მედლები გადასცა.
დაჯილდოების ცერემონია გაიმართა მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმში. ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა ანსამბლი „რიჰო“, ხოლო მაყურებელს საცეკვაო ნომრები შესთავაზეს პატარა დამწყებმა მოცეკვავეებმა. 
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტურნირი მეოთხე წელია ტარდება საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაციისა და მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით.

  2017-09-15

15 სექტემბერს, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაიწყო დასუფთავების ყოველწლიური საერთაშორისო კამპანია – ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ (Clean Up the World), რომელიც 1992 წელს დაფუძნდა გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით და ადგილობრივი გარემოს გაუმჯობესების მიზნით აერთიანებს მთელი რიგი ქვეყნების ხელისუფლების, ბიზნეს-სექტორისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქციების განხორციელებლად. ამ ეტაპისთვის მსოფლიოს 140-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული კამპანიაში, მათ შორის საქართველოც. 
კამპანიას დევიზით „ჩვენი ქვეყანა, ჩვენი პლანეტა... ჩვენი პასუხისმგებლობაა...“ შეუერთდნენ და მონაწილეობა მიიღეს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა და გამგეობის და დასუფთავების სამსახურების თანამშრომლებმა. კამპანიის ფარლებში დასუფთავდა რევაზ მარგიანის ქუჩა და "ჰაწვალი"-ის მიმდებარე ტერიტორია.

  2017-09-15

15 სექტემბერს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ეროვნული ცენტრის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა საინისტროსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის ორგანიზებით გაიხსნა ფოტოგამოფენა სახელწოდებით "საქართველოს ევროპული ისტორიის დღეები".

შეგახსენებთ, რომ კ. კეკელიძის სახელობის ეროვნული ცენტრი არის უდიდესი ხელნაწერი მემკვიდრეობის საცავი საქართველოში.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახოს რომ საუკუნეების მანძილზე საქართველოსა და ევროპას მჭიდრო კავშირი ჰქონდა ერთმანეთთან. ამის უტყუარი და საუკეთესო დასტური კი სწორედ ხელნაწერი მემკვიდრეობაა, რომელიც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში იყრის თავს.

წერილები, ჩანაწერები, ფოტოები, ხელნაწერები ეს არის ქართველი ხალხის ევროპასთან ურთიერთობის ამსახველი წერილობითი ძეგლები, სწორედ ამ მასალის ფოტომასალები არის წარმოდგენილი გამოფენაზე.

გამოფენის მიმდინარეობისას ჩატარდა საგანმანათლებლო პროგრამა ბავშვებისთვის ვეფხისტყაოსნის მოტივებზე. საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობა მიიღეს მესტიის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში გამოფენა 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.

1
...